ზურაბ პოლოლიკაშვილი - ეს დღეები ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის

ალბათ, ეს დღეები ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მსოფლიო მინისტრები აქ ჩამოვიდნენ, ეს არის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მომზადებული ქვეყანა ტურისტების მისაღებად, - ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში“ განუცხადა, სადაც დღეს UNWTO-ს საბჭოს სხდომა გაიხსნა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველი თვეების განმავლობაში კარგად წარმოაჩინა თავი, რამაც საქართველოს „მწვანე ქვეყნების“ სიაში ყოფნა განაპირობა.

„სექტორი ჯერ კიდევ არის კრიზისში და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სექტორში მილიონობით ადამიანია დასაქმებული. 20-ზე მეტი დელეგაცია გვყავს და აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. ჩამოვაყალიბებთ თბილისის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი თვეების განმავლობაში ტურიზმის განვითარებას“,-აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს