პარლამენტმა ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტის უარყოფის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მმართველი გუნდის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების კანონპროექტის საფუძვლად მიღებისა და შესაბამისად, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტის უარყოფის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა.

დადგენილებას ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 1 წავიდა. შესაბამისად, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების - ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის ძირითად პროექტ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება.

რაც შეეხება ეკა ბესელიას ალტერნატიულ ინიციატივას, შეგახსენებთ, რომ ის განსაზღვრავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების როგორც შერჩევის, ასევე კანდიდატთა არჩევის წესს საკანონმდებლო ორგანოში. ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს