სვეტლანა ტიხანოვსკაია - თუ ლუკაშენკო მშვიდობიანად წავა, ოპოზიცია მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, თუ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მშვიდობიანად წავა, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მისცემენ თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს უსაფრთხოების გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მშვიდობიანად გადადგება, ტიხანოვსკაიამ უპასუხა, რომ ლუკაშენკო „უსაფრთხოების გარანტიებზე მეტსაც მიიღებს.“

„ეს ყველაფერი განიხილება. რა თქმა უნდა, თუ ის მშვიდობიანად წავა, მაშინ არის ამის შესაძლებლობა. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად. ყველა ადამიანის მოსაზრება გათავლისწინებული იქნება“, – აღნიშნა ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა