ზურაბ პოლოლიკაშვილი - საბჭოს სხდომაზე მივიღებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში

„ძალიან საინტერესო იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლობის ჯგუფთან ერთად მსჯელობა, თუ რა პრობლემებია დღეს ტურიზმში პანდემიის შემდგომ ეტაპზე და როგორ შეიძლება ვეძებოთ გამოსავალი. დღის ბოლომდე ჩამოვაყალიბებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში. სექტორი ჯერ კიდევ კრიზისშია და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევებს და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სექტორში“, - ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ შეინარჩუნონ ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მოგზაურობაც და უსაფრთხოების პირობების დაცვაც.

„UNWTO-ს საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა არის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტების მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ არამარტო საქართველოს, ყველა ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, გარკვეული ახალი წესებით გააგრძელოს ცხოვრება ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა