მამუკა მდინარაძე - იმდენად არასერიოზულია სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა, მე მგონი უნდა დავანებოთ თავი

იმდენად არასერიოზულია საკააშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა, მე მგონი უნდა დავანებოთ თავი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინელ განცხადებებს.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„3% და 4%-იანი მხარდაჭერა აქვს ამ კაცს და გამოდის, იძახის „მე რომ პრემიერი ვიქნებიო”. არ მიყვარს ხოლმე მათ ავადმყოფურ გამოვლინებებზე ლაპარაკი, მაგრამ სერიოზული კომენტარი ამ ფსიქიკურ გადახრებზე უკვე შეუძლებელია.

იმდენად არასერიოზულია საკააშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა, მე მგონი უნდა დავანებოთ თავი. თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გამოდის და იძახის - „ჩამოვალ”, „ბოდიში”, „დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ უნდა ჩამოვიდე”. არასერიოზულია ამ კაცზე სერიოზული კომენტარების კეთება”,- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა