დავით ბაქარაძე - ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით ამ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვა ვერ მოხდება

მოსახლეობა იმდენად მძიმე კრიზისშია შესული, რომ მკაფიო დაკვეთაა ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით მოსახლეობის მოსყიდვა ამ არჩევნებზე ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამომრჩევლების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა და ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა იმ ხერხების ჩამონათვალია, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნების მოსაგებად იყენებს.

,,საარჩევნო კამპანია ახლა იღებს ინტენსიურ სახეს, ამიტომ ველოდებით, რომ ყველა ის ცუდი სიმპტომი და ნიშანი, რომელიც არსებობდა წინა საარჩევნო კამპანიების დროს კიდევ უფრო გამძაფრდება, წარმოდგენილ იქნება. ეს არის ის ტიპური საარჩევნო კამპანია, როგორსაც ატარებს „ქართული ოცნება“. ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ზეწოლა, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა, - ყველაფერი ეს ვიხილეთ წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და დღეს როდესაც აბსოლუტურად ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს ხელისულება უფრო აქტიურად გამოიყენებს.

მთავარია ის, რომ ვერანაირი დარღვევა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებას უკვე ვეღარ უშველის, მოსახლეობა შესულია იმდენად მძიმე კრიზისში, რომ არის მკაფიო დაკვეთა ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით მოსახლეობის მოსყიდვა ამ არჩევნებზე ვერ მოხდება," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა