გიორგი გურგულია - გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ - გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა და ახლა ნანობს

გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა და ახლა ნანობს, - ამის შესახებ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გურგულიამ წინასასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ცოლს, ლარისა გიგაურს ხელით არასდროს შეხებია და მასზე არასდროს უძალადია.

„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მაგაზე მიჩივლა, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე, რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც და იქ არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, რომ არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო და უბრალოდ გამწარება მინდოდაო“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ „რუსთავი 2“-თან.

მსახიობის ადვოკატის გიორგი ბეგიაშვილის თქმით, საქმეზე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი გურგულიას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა