სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლის შედეგად, სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება.

„16 სექტემბერს, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე მორიგი პროვოკაციის შედეგად, რომელიც საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა საკონტრაქტო სამსახურში მყოფი უმცროსი სერჟანტი ოვიკ თამაზიანი“, - აღნიშნულია უწყების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოავლინა აქტიურობა საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე, სადაც შეეცადა ჩაეტარებინა გამაგრებითი სდამუშაოები, რამაც დაძაბულობის ზრდა გამოიწვია.

„მოწინააღმდეგის აქტიურობის ჩასახშობად და შემდგომი დაძაბულობის აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი იძულებული გახდა მიეღო შესაბამისი ზომები“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

სომხური მხარე შექმნილ ვითარებაზე და დაძაბულობის ზრდაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა