კახა კალაძე N68 საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე N68 საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროდუქტები ერთჯერადად, სააღმზრდელო პროცესის ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით გაიცემა.

კახა კალაძის თქმით, პროდუქტები ისე დარიგდება, რომ ბაღებში რიგები არ დადგეს.

„რადგან სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მშობლების იმ კვების პროდუქტებით მომარაგებას, რაც ამ ხნის განმავლობაში უნდა მიეღოთ პატარებს. ანალოგიური პროექტი მარტში წარმატებით განვახორციელეთ. იცით, რომ ბაღებში 60 000-მდე ბავშვია და ყველა მშობელს, რაიონების მიხედვით ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პროდუქტები. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ყველა მათგანმა იცის, რომელ საათზე მოვიდეს, რომ რიგები არ იყოს ბაღებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერთან ერთად ბაღში მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე იმყოფებოდნენ.

„დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში, მარტიდან ივნისის ჩათვლით პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. პროექტზე 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნობათი, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო