ირაკლი კოვზანაძე - მთავრობა და ცენტრალური ბანკი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს

პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა არის მკვეთრად შეკუმშული. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის ტემპები ბოლო პერიოდში შემცირდა, აღდგენამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს ინსტრუმენტების მთელი არსენალი აქვს, რომლის გამოყენებაც მოხდება.

„ლარის დევალვაციაზე დღეს რამდენიმე ფაქტორი მუშაობას. პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა არის მკვეთრად შეკუმშული. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის ტემპები ბოლო პერიოდში შემცირდა, აღდგენამდე ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. საქართველოს ეკონომიკას აკლდება შემოსავლები იმის გამო, რომ ტურიზმიდან ჩვენ მნიშვნელოვანი სავალუტო ინტერვენციები დაგვაკლდა, თითქმის 90%-ით. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და ცენტრალური ბანკი ყველაფერს აკეთებენ, რომ სტაბილურობა, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში შენარჩუნდეს. წარმოდგენილი გვაქვს ხელშეკრულებები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ დაახლოებით 700 მილიონი მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ეს გვაძლევს საშუალებას, შევავსოთ ცენტრალური ბანკის რეზერვები. ამის საფუძველზე ცენტრალური ბანკი თავისუფლად იმოქმედებს ბაზარზე და მუდმივად თუ არა, პერმანენტულად მოახდენს ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე. მთელი ინსტრუმენტების არსენალი აქვს ეროვნულ ბანკს, რომლის გამოყენებაც მოხდება",- განაცხადა კოვზანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა