რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს