კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, შეხვდეს მოსახლეობას, წარუდგინოს საკუთარი ხედვა და გეგმები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

„შესაბამისად, არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დგას“,- განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, ცენტრალური სარჩევნო კომისია საზოგადოებას გააცნობს წესებს, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კალაძის თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე არსებობს და ცესკო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, ისინი არსებულ რეგულაციებს ითვალისწინებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ასე ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“,-აცხადებს კალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა