გიორგი ვაშაძე პრემიერს - სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? ქართულ ბიზნესს ამ ფულიდან არაფერი მიუღია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო“ მთავრობასს მყისიერი, გააზრებული და მიზნობირი ნაბიჯების გადაგმას ურჩევს.

ამასთან, ვაშაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არსებული რეალობის უკეთ აღქმისკენ მოუწოდებს.

„ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საშინელი დარტყმა მიიღო გახარიასა და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგად. ამ ფონზე კი, მთავრობაში მოკალათებულები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ნებისმიერ სფეროს უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს და საშინელი მდგომარეობა შეუქმნეს. ისედაც ძლივს გამოძვრნენ მდგომარეობიდან, ძლივს მოიტანეს თავი დღემდე და ერთ წუთში გადაუწყვიტეს ყველა იმედი. სესხები, მაღალი პროცენტები, დაკარგული ქონებები,სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა ათასობით ოჯახისთვის ყოველდღირობად იქცა. ქვეყანა სასოწარკვეთილებაშია, პრემიერ-მინისტრი კი გამოდის და ამაყობს: რა მაგარია, რომ „მწვანე ქვეყანა“ ვართ!“ - აცხადებს ვაშაძე.

ის პრემიერს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, „ხალხს მიხედოს“.

„ბატონო გახარია, რისთვის გამოვიყენეთ ეს მწვანე ქვეყანა? ნუთუ მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების? თქვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ თქვენი. მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ამ ფონზე, სადაც თქვენ გინდათ ღონისძიებები იქ ყველაფერი ტარდება, სადაც ხალხს სჭირდება იქ ყველაფერი აკრძალულია. თქვენ მხოლოდ ტრაბახს უნდებით წარსულის შესახებ. მაშინ, როცა თქვენ კრიზისის შემდგომ პერიოდში ტურიზმის განვითარების შანსებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ ტურიზმი ჯერ კიდევ კრიზისამდე ჩაკალით საზღვრების დაკეტვითა და ფულზე ხელმისაწვდომობის მოსპობით. 5 მილიარდი კრედიტი აიღო საქართველომ იმისთვის, რომ ეკონომიკას მოხმარებოდა. სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? თუ გოჩა ენუქიძის სასტუმროებისთვის სუბსიდირება მოხერხდა, სხვა სასტუმროებსა თუ სხვა ბიზნესებს ამ ფულიდან არაფერი მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც თქვენს პარტიას ფული შესწირა და 45 მილიონი ლარი მიიღო სანაცვლოდ. თქვენი ილუზია „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის შენარჩუნების შესახებ ჩვენს ეკონომიკას ვერ გადაარჩენს და ვერც იმ 220 000 სამუშაო ადგილს დაუბრუნებს უკან, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა. ამ მწვანე სტატუსსაც ვერ შეინარჩუნებთ, თუ გაგექცათ კონტროლის არედან კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში. ნუ ტრაბახობთ წარსულის გამო, აწმყოს მიხედეთ. თუ გინდათ გაიმეოროთ ის, რაც ისრაელში მოხდა? ის მწვანე ქვეყნიდან ყველაზე წითელ ქვეყნად გადაიქცა მსოფლიოში და ახლა უკვე დღეში 4000 ინფიცირებულთა შემთხვევას აფიქსირებს. შეწყვიტეთ ტყუილების თქმა და დაიწყეთ მოქმედება! იცოდეთ, რომ არ შეგრჩებათ ეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არ გაგანადგურებინებთ. ეს თავნებობა არ გაგივათ!“,- აცხადებს ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა