კახა კალაძე - „ოდეერების“ თემა საბჭოთა კავშირის გადმონათში და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი „ნათელი“ სახე იყო

„ოდეერების“ თემა საბჭოთა კავშირის გადმონათში და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი „ნათელი“ სახე იყო,-ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკასთან დაკავშირებით IDFI-ის კვლევას.

კალაძის თქმით, ხელისუფლებამ ე.წ. ოდეერები 2012 წლის არჩევნებზე წარსულს ჩააბარა და დღეს ისინი აღარ არიან.

„ოდეერების“ თემა საბჭოთა კავშირის გადმონათში და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი „ნათელი“ სახე იყო, გვახსოვს ყველას. ჩვენ ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 2012 წლის არჩევნებზე წარსულს ჩავაბარეთ. რა თქმა უნდა, რეფორმის, განახლების პროცესი გაგრძელდა. ის, რომ დღეს „ოდეერები“ შესაბამის უწყებებში არ არიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, IDFI-ის კვლევის შედეგებით, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა. კერძოდ, გამარტივებული კონკურსის პირობებში, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ბუნდოვანება და მსგავს პოზიციებზე მნიშვნელოვნად განსხვავებული შრომის ანაზღაურების პრაქტიკა. მათი შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო