პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა.

ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.

საჩივრის წარდგენის ვადა 2 კვირიდან 1 კვირამდე მცირდება, ხოლო საჩივრის განხილვის ვადა 1 თვიდან 2 კვირამდე. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გასაჩივრების ვადების ამგვარად განსაზღვრა უზრუნველყოფს კანდიდატების შერჩევის პროცესის დროში ეფექტიანობას, რათა უმართებულოდ არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის პროცესი. ამასთან, ცვლილებების თანახმად, კანდიდატთა სია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დასაბუთება, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და დასაბუთება ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. დასაბუთება უნდა შეიცავდეს ჩატარებული პროცედურის აღწერას და შემდომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ზოგად დახასიათებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.

აღსანიშნივია, რომ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში ინტენსიური შეხვედრები იმართება დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ბოლო შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს, რომელიც გასაჩივრებას, დასაბუთებას და კენჭისყრის ფორმას უკავშირდება. აღნიშნული სამი საკითხი ჯერჯერობით ღიად არის დატოვებული და მათზე პოზიციები მეორე მოსმენამდე შეჯერდება. „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა