კახა კალაძე ჟურნალისტებს - კულტურული ღონისძიებები ჩვენი მხარდაჭერით და არა ორგანიზებით ტარდება, ჩემი თხოვნა იქნება, არ მოატყუოთ მოსახლეობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურული ღონისძიებები არა თბილისის მერიის ორგანიზებით, არამედ მათი მხარდაჭერით იმართება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თბილისის მერია მხარს უჭერს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიის შედეგად სერიოზულად დაზარალდნენ.

კალაძის თქმით, ღონისძიების ჩატარებისას ყველა ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაცია, რასაც დარგის სპეციალისტები გასცემენ.

„კულტურული ღონისძიებები ჩვენი მხარდაჭერით და არა ორგანიზებით ტარდება, ამაში ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩემი თხოვნა იქნება, არ მოიტყუოთ, არ მოატყუოთ მოსახლეობა, რადგან რამდენიმე სიუჟეტი გავიდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მერიის ორგანიზებით განხორციელდა გარკვეული ღონისძიება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ კულტურის სფეროს, მათ წარმომადგენლებს იმიტომ, რომ პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანებს. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ამ ადამიანებს, ხელოვნების წარმომადგენელბს, ეს შეიძლება იყოს თეატრი, კონკრეტული მომღერლები, ბენდები, მათ პრობლემების პირისპირ არასდროს დავტოვებთ. ყოველთვის ვეხმარებოდით და ყოველთვის დავეხმარებით, რომ ამ ადამიანებს რთულ ვითარებაში ყოფა შევუმსუბუქოთ.

რაც შეეხება ღონისძიებების ჩატარებას, ყველა ვალდებულია, დაიცვას და გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც დარგის სპეციალისტები გასცემენ. შესაბამისად, უნდა მიმართოთ ორგანიზიტორებს“,-განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა