აშშ-ის ელჩი - უკანონო "ბორდერიზაციის" ნებისმიერ მცდელობას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ და ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს

უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ნებისმიერ ასეთ მცდელობას რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით ვუყურებთ და ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, რუსეთმა 2008 წელს აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება. ეს ის ვალდებულებებია, რაც 12 წლის წინ უნდა შეესრულებინა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ. ე.წ. მესაზღვრეები საფორთიფიკაციო ნაგებობების ბოძებს იმ ღობიდან 10-15 მეტრის დაშორებით ამონტაჟებენ, რომელიც ნიქოზის განაპირას რამდენიმე წლის წინ აღმართეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს