ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო Mastercard-ის სისტემასთან თანამშრომლობას იწყებს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იწყებს თანამშრომლობას გლობალური Mastercard-ის სისტემასთან, სწორედ ტურიზმთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრსა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება.

„MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მინისტერიალის ფარგლებში. MasterCard-ი უკვე წლებია ფლობს და ხვეწს თავის მონაცემთა ბაზას, რომელიც მათ შორის შეეხება ტურისტულ ინდუსტრიას, მცირე ბიზნესებს, რაც ჩართულია ტურიზმში, სწავლობს ტურისტების ქცევას, არჩევანს, ლოგიკას, თუ რას ანიჭებენ ზოგადად საერთაშორისო ვიზიტორები პრიორიტეტს და მზად არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, გაუზიაროს ეს ცოდნა, ეს ანალიზი და დაგვეხმაროს ჩვენ, რომ თვისობრივად უფრო ხარისხიანი გავხადოთ ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია Covid-19-ის შემდეგ. ჩვენ, პრაქტიკულად, Covid-19-ის შემდეგ პერიოდს ვაქცევთ ახალ შესაძლებლობად, რომ ტურისტების თვისობრივად უფრო ახალ სეგმენტზე გავიდეთ, უფრო ელიტარულ სეგმენტზე, მაღალი მხარჯველუნარიანობის მქონე სეგმენტზე და ამაში MasterCard-ი დაგვეხმარება“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო