კელი დეგნანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ – ახალ კანონპროექტში ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, დარჩენილია კიდევ რამდენიმე და ვიმედოვნებთ, რომ ისიც იქნება ასახული

ბევრი რეკომენდაცია ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული იყო, დარჩენილია კიდევ რამდენიმე და იმედი გვაქვს, რომ სამუშაო შეხვედრების შედეგად ეს რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის განცხადებით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას ემსახურება და მისი მიზანია, რომ მოსამართლეთა არჩევა კვალიფიკაციაზე დაყრდნობით მოხდეს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, პარლამენტი ატარებს სამუშაო შეხვედრებს იმისათვის, რომ გაეცეს პასუხი გარკვეულ შეკითხვებს, რომლებიც მოდის ვენეციის კომისიისგან, ევროკავშირისგან და აშშ-სგან, იმ პარტნიორებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში უფრო ძლიერი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას. მათი ბევრი რეკომენდაცია ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული იყო, დარჩენილია კიდევ რამდენიმე და იმედი გვაქვს, რომ ამ სამუშაო შეხვედრების შედეგად ეს რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული.

ზოგადად, ეს კანონპროექტი ემსახურება სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ასევე მოსამართლეთა არჩევის წესთან მეტ გამჭვირვალობას და მისი მიზანია, რომ მოსამართლეთა არჩევა მოხდეს კვალიფიკაციაზე დაყრდნობით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო