კახა კალაძე - ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აბსოლუტურად თანაბარ პირობებში აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას წარუდგინოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათ ფაქტები და არგუმენტები არ გააჩნიათ. ამ განცხადებით ის ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, თითქოს წინასაარჩევნოდ სუს-ი არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

როგორც კალაძე აცხადებს, ოპოზიციის ბრალდებები წინასაარჩევნო მანიპულაციებია.

„ბრალდებები ხშირად ისმოდა, თუმცა არანაირი ფაქტი და მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, რომ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ვინმე იჩაგრება, ვინმეს არ ეძლევა კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენც დაგვყვებით რეგიონებში და ხედავთ, როგორი სიტუაციაა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აბსოლუტურად თანაბარ, მშვიდ პირობებში აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი ხედვა, საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას წარუდგინოს, მოსახლეობას ელაპარაკოს, უთხრას, რას და როგორ აპირებს, რომ თუ მოსახლეობას მოეწონება, არჩევნებში ხმები მიიღოს. ამის თანაბარი შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს. ამიტომ, ეს მანიპულაციები ჩემთვის მიუღებელია. თუ არის რაიმე კონკრეტული ფაქტები, შეგვიძლია ვიმსჯელოთ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სახელმწიფო უწყებების მხრიდან უკანონო თვალთვალზე საუბრობს. ბოკერიას თქმით, მასაც და მის გუნდის წევრებსაც ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები მათი ოფისის წინ, ასევე მათი მობილიზება საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქში.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა