საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საზღვარგარეთ არჩევნების სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

საზღვარგარეთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ქვეყანაში საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკოსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამათუიმ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე, შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება თითოეულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მის ხელთა არსებულ ინფორმაციას პერმანენტულ რეჟიმში გადასცემს ცესკოს, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თითოეულ ქვეყანაში უბნის გახსნის მიზანშეწონილობაზე“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მონაცემებით საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს.

გარდა ამისა, ხათუნა თოთლაძემ განმარტა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ელექტრონულადაც შეიძლება.

„რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის პირობებს და მოთხოვნებს. იმისათვის რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა საჭიროა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაში. საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს მოქალაქე შესაძლებელია დადგეს არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამომრჩევლებს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა შეუძლიათ გადაამოწმონ შესაბამის ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge-ზე. თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს მან უნდა მიმართოს საკონსულოს. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით. პირველი დისტანციურად ვებგვერდის საშუალებით, მეორე საელჩოში ან საკონსულოში პირადად გამოცხადება, ხოლო მესამე საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საკონსულოსთვის ან საელჩოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნით“, - განაცხადა თოთლაძემ.

ხათუნა თორთლაძის განცხადებით, მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა რთული პროცედურაა.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები განზრახ შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არის რთული პროცესი და მოითხოვს საელჩოში ან საკონსულოში გამოცხადებას. ამის საპასუხოდ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია დისტანციურად“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა