თამარ სანიკიძე - ხარვეზები არის, თუმცა დისტანციური სწავლება სკოლის დონეზე და განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე რთული და გრძელვადიანი პროექტია

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პანდემიამ გამოწვევის წინაშე ბევრი ქვეყნის განათლების სისტემა დააყენა და გამონაკლისი არც საქართველოა.

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "აქტუალური თემა" ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მინისტრის როლზე საზოგადოების ინფორმირების კუთხით და აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ყოფილი მინისტრის შეფასებით, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მინისტრმა უნდა ისაუბროს ყოველთვის და ყველაფერზე .

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, სამინისტროში არსებობენ შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელები, მოადგილეები, დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულ თემატიკას უნდა პასუხობდნენ და ამზადებდნენ საზოგადოებას.

ამასთან, როგორც სანიკიძემ აღნიშნა, სამინისტრო ძალიან მონდომებით ემზადებოდა სწავლის დასაწყებად საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად.

"არ მეგულება ქვეყანა და მათი საგანმანათლებლო სისტემები, რომელიც პანდემიურმა სიტუაციამ არ დააყენა გამოწვევის წინაშე. გამონაკლისი ჩვენც არ ვართ. დისტანციური სწავლების დანერგვა სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასაგებია, ხარვეზები არის და რჩება, თუმცა ასეთი სისტემის ამოქმედება ონლაინ და დისტანციურად სწავლება, სკოლის დონეზე და განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე, რთული, შრომატევადი და გრძელვადიანი პროექტია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა