ეკატერინე ტიკარაძე - ტესტირებასთან დაკავშირებით პრობლემები აღმოფხვრილია, შევთანხმდით, რომ დაყოვნების ვადა, 24 საათი ტესტის აღებასა და პასუხებს შორის, უნდა შენარჩუნდეს

ნებისმიერ ქვეყანაში არის სირთულეები და კოვიდინფექცია თავისთავად რთული პათოლოგიაა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა მედიკოსების პოზიცია მოისმინეს კლინიკებში არსებულ პრობლემებზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კონკრეტული პრობლემებიდან გამოსასვლელად ერთობლივი გეგმები დაისახა.

„ჩვენ ვთვლით, რომ პირიქით უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე. თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, შესაბამისი რეაგირება მათზე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. პრობლემები არის და პრობლემები კიდევ იქნება, რა თქმა უნდა ამის მზაობა არსებობს და მათზე საუბარი სირცხვილს არ წარმოადგენს. ნებისმიერ ქვეყანაში არის სირთულეები და კოვიდინფექცია თავისთავად რთულ პათოლოგიას წარმოადგენს, არა როგორც რთული თვალსაზრისით, არამედ გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდ რისკს და საფრთხეს წარმოადგენს. დღეს მხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობდით და ასევე, დავგეგმეთ კონკრეტული პრობლემების გამოსავალი.

პირველი გამოსავალი, რომელიც იყო მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პაციენტების საწოლბრუნვა თითოეულ კლინიკაში, რაც ჩვენ საშუალებას მოგცემს რომ ეფექტურად ავამუშაოთ, ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, ასევე სასტუმროებში.

თქვენ იცით, რომ სასტუმროებში ვახორციელებთ დამატებით პაციენტების მკურნალობას, სადაც საკარანტინო ზონებში არიან განთავსებული და მათ არ გააჩნიათ ოჯახებში შესაბამისი იზოლაციის საშუალებები, გვყავს ექიმები განთავსებული, რომლებიც მათზე მუდმივ მონიტორნიგს ახორციელებენ. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უსაფრთხოდ.

დასახელდა გარკვეული პრობლემატიკა ტესტირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ლაბორატორიული სიმძლავრეები აჭარაში გარკვეული მოცულობის არის და არავის, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი იმის, რომ ექვს თვეში რადიკალური ზრდა მოხდებოდა ქვეყანაში და ჯანდაცვის აღორძინება. ეს არის წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემატიკა და სწორედ აქ ძალიან მნიშვნელოვანია პრაგმატულობა და გარდა პრაგმატურობისა სწორი დაგეგმილი ნაბიჯები“, - გაანცხადა მინისტრმა.

მან ისაუბრა კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზეც და აღნიშნა, რომ პრობლემა მოგვარებულია.

„დღესდღეობით ტესტირებასთან დაკავშირებით, არსებული პრობლემები არის აღმოფხვრილი და მათი ლოჯისტიკა მოხდება შესაბამის ლაბორატორიებში და შევთანხმდით, რომ დაყოვნების ვადა ტესტის აღებასთან და პასუხებს შორის უნდა შენარჩუნდეს 24 საათის განმავლობაში. ეს პრობლემა მოგვარდება უახლოეს პერიოდში და ხვალ დილისთვის ჩვენ ველოდებით შედეგს.

შემდეგი პრობლემატიკა საწოლ ბრუნვასთან დაკავშირებით იყო, სწორედ ბრუნვასთან დაკავშირებით გვყავდა მომლოდინე პაციენტები, რომლებიც ელოდებოდნენ საავადმყოფოებში კვლევის დაწყებას, რის შემდეგაც მათი ჰოსპიტალიზაცია, თუ სასტუმროებში გადანაწილება მოხდებოდა. ამასთან დაკავშირებითაც კლინიკებს ვესაუბრეთ და მათ განახორციელეს ზარი თავიან კლინიკურ ხელმძღვანელებთან. უკვე დაიწყება დაუყოვნებლივ პაციენტების გადაყვანა კვლევისთვის საავადმყოფოებში, რომ შემდეგ მათი გადანაწილება მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მათი ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე.

დღეს ჩართული კლინიკებიდან ბათუმში კომპიუტერული ტომოგრაფია ორ კლინიკას აქვს, ქობულეთში ხვალ ამუშავდება კომპიუტერული ტომოგრაფია,-ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და იგი აღმოფხვრილია, ინჟინერთა ჯგუფი ადგილზე მუშაობს",- აღნიშნა ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა