გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში გარდაცვლილის დედას დაკითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილის დედას, თამუნა შალვაშვილს დაკითხავენ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, ვინაიდან შალვაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, ბრალდების მხარემ სასამართლოში მისი პოზიციის დაფიქსირება მიზანშეწონილად მიიჩნია.

"დაცვის მხარემ გუშინდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა, აღნიშნული ქალბატონი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი მათ შორის, ძალადობაზე და თავდასხმის ნაწილში. მას როგორც დაზარალებულს და უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია იყოს ცნობილი. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა