გიორგი კანდელაკი - ვურჩევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტარების მიერ რეზოლუციის კენჭისყრასეხმაურება, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.

გიორგი კანდელაკის თქმით, ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგისაა, სადაც საუბარია იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე. კანდელაკის თქმით, რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების საქმეზე და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, ასევე წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა დარღვევებზე. კანდელაკმა მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და გაითვალისწინონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.

„ამ წუთებში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კენჭისყრა რეზოლუციისა, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ეს არის ძალიან მაღალი რანგის და ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი და ეს არის შეთანხმებული ტექსტი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ყველა ფრაქციის მიერ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პარტნიორი ფრაქციის, სოციალისტური ფრაქციის მიერ. აქ პირდაპირ არის ჩამოთვლილი რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევების არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და წინა არჩევნებზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტები, ასევე საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ზოგადად, ზეწოლა ამომრჩევლებზე.

ასევე, პირდაპირ არის მოწოდება, რომ გადაწყდეს პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმე 8 მარტის შეთანხმების შესრულების კონტექსტში და, რა თქმა უნდა, გიორგი რურუას საქმე იგულისხმება და სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება სწორედ ამ შეთანხმების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯად არის მოხსენიებული. ასევე საუბარია პროპაგანდაზე, მტრული ქვეყნის პროპაგანდაზე, თუმცა ამავდროულად, პროპაგანდაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღკვეთა Facebook - მა და გააუქმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასეულობით გვერდი.

მე ვურჩევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ გუშინდელივით არ დაიწყონ ტყუილების თქმა, თვალი გაუსწორონ რეალობას და ძალიან სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრებისა და მხარდამჭერების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და წონიანი რეზოლუცია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში მიიღებს ევროპარლამენტი,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა