ხატია წილოსანი - ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ქვეყანაში პანდემიიდან გამომდინარე არსებულ სიტუაციას

არარეალურია და ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ქვეყანაში პანდემიიდან გამომდინარე დღეს არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს.

წილოსანის თქმით, 2020 წლის რთველი წარმატებულად მიმდინარეობს.

„არარეალურია და ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ქვეყანაში დღეს არსებულ მგრძნობიარე სიტუაციას, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ განაპირობა. მინდა აღვნიშნო, პროგნოზების მიხედვით, ჩვენ ველოდებით 180 000 ტონაზე მეტ ყურძენს და როდესაც პოლიტიკური ძალა საუბრობს იმაზე, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა 1 კგ ყურძენზე დღეს არსებულ სუბსიდიაზე, დამატებით კიდევ გასცენ 80 თეთრი, ძალიან უხერხულია და უპასუხისმგებლობაა.

ფერმერები არიან გონიერი ადამიანები, მათ იციან როგორ ხდება სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებით ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ეტაპობრივი განვითარება. ისიც იციან, რომ დღეის მდგომარეობით, 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ქართული ღვინო და პანდემიის გამო არსებული გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, ამერიკის, პოლონეთის და ლატვიის ბაზრებზე, დადებითი ტენდენციები ექსპორტის კუთხით შენარჩუნებულია.

ძალიან კარგად მოეხსენება ჩვენს ხალხს, თუ რა პირობები და მდგომარეობა იყო წინა წლებში და 2013 წლიდან, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ფერმერების შემოსავლები გაზრდილიყო და ქონოდათ იმის შესაძლებლობა, რომ უკეთეს პირობებში, ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე მოეხდინათ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია”, - განაცხადა წილოსანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ფერმერებმა კარგად იციან სეტყვისა და სხვა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მათ წინაშე არსებული გამოწვევები.

„აგროდაზღვევის პროგრამაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა.

ბოლო წლების განმავლობაში, განხორციელებული სწორი პოლიტიკით და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, სახელმწიფო თანდათან გამოვიდა სუბსიდირების პროცესებიდან, თუმცა 2020 წელს, საქართველო და ზოგადად, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რამაც სუბსიდირების საჭიროება განაპირობა.

ბევრ ქვეყანას, რომელთა ეკონომიკის დიდ ნაწილს ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწია. საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოიჩინა და არაერთი მიმართულებით, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, ფერმერების მხარდაჭერა გადაწყვიტა.

უნდა აღინიშნოს, რთველი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მეტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოების, ხოლო ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. დღეისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის რთველი წარმატებულად მიმდინარეობს“,- განაცხადა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილის კომენტარს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა