ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას გამოძიებამ ბელორუსის უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების გამო ბრალი წარუდგინა

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას გამოძიებამ ბელორუსისეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების გამო ოფიციალური ბრალი წარუდგინა.

„გამომძიებლებმა დღეს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რაც ითვალისწინებს მოწოდებებს ისეთი მოქმედებებისკენ, რომელიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ, ჩადენილი მასმედიის ან ინტერნეტის გამოყენებით“ - ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოპოზიციონერი პატიმრობაში რჩება და გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, მარია კოლესნიკოვა 7 სექტემბერს დააკავეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიღბიანმა პირებმა ის მინსკის ცენტრში მინივენში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს