რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბისთვის ჩატარებული ოპერაცია წარმატებით დასრულდა

საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო საკანდელიძის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ სანდრო საკანდელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ცუდ ფაქტზე ვარ შეკრებილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა შეხვედრა მაინც კარგი ინფორმაციით დავიწყო. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა საკანდელიძემ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა დღეს იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო