საინიციატივო ჯგუფი - „კლანი“ ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს და სახელმწიფოს, მოვითხოვთ რაგბის გამგეობის გადადგომას

საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირში „კლანის“ არსებობაზე საუბრობს.

მათი განმარტებით, რაგბის კავშირში „კლანი“ უკვე 12 წელია დამკვიდრებულია და მათთან აქტიური ბრძოლა უკვე 5 წელია მიმდინარეობს. საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, „კლანი“ ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს ამიტომ საინიციატივო ჯგუფი რაგბის გამგეობის გადადგომას მოითხოვს.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზია ის სამარცხვინო ფაქტი, რაც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია საქართველოს შვიდკაცა ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. რამაზი ასევე არის რაგბის კავშირის საბჭოს აქტიური წევრი, რომელიც არჩეული იყო 32 სარაგბო კლუბიდან 31-ის მიერ, კლუბი „ლელოს“ გამოკლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველა მორაგბის სახელით, საზოგადოებას გვინდა ბოდიში მოვუხადოთ.

რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. რაგბი იყო და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. ჩვენ მომავალშიც ბევრ სიხარულს მოგიტანთ, ოღონდ მანამდე გვაქვს ერთი რამ გასაკეთებელი -ეს არის რაგბის თემიდან „კლანის“ მოშორება. ყველა ის ნეგატიური ინფორმაცია, რომლის მოწმეები ჩვენ დღეს შევიქმენით, გამოწვეულია იმით, რომ რაგბის თემში მიმდინარეობს „კლანის“ მოშორების მტკივნეული პროცესი. „კლანის“, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და ყოველ წელს თავის მარწუხებს სულ უფრო მჭიდროდ უჭერს რაგბის თემს. გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ამ „კლანთან“ აქტიური ბრძოლა უკვე 5 წელია რაც მიდის, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ ხდებოდა, რადგან თითოეული მორაგბე უფრთხილდება რაგბის დადებით იმიჯს, თუმცა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაიძულა 2020 წლიდან რაგბის პრობლემები სახალხოდ გამოგვეტანა.

ივნისის თვეში, მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირი აბსოლუტურად პარალიზებული იყო და რაგბის კავშირში აღარ ფუნქციონირებდა სარაგბო კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის აქტიური წევრი იყო და არის რამაზი. „კლანი“ აღნიშნული საბჭოს დაკანონების წინააღმდეგი იყო და აყნებდა პირობას, რომ ამ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, შესაძლებელი გახდა მათთან მოლაპარაკების მიღწევა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ქართულ რაგბს აღმოუჩინა უპრეცედენტო დახმარება- გაზარდა კლუბების დაფინანსება , დაგვეხმარა ჩემპიონატის ორგანიზებაში და დღეს უკვე მის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში, განახორციელა არაერთი რაგბისთვის სასარგებლო ინიციატივა, რისი დაგვირგვინებაც იყო „რვა ერში“ ევროვნული ნაკრების მონაწილეობა. ამის პასუხად, „კლანმა“ დაარღვია თავისი შეპირება და გამგეობაზე ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს შექმნას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს შექმნილია მდგომარეობა, როცა „კლანი“ ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს, ამიტომ მოვითხოვთ რაგბის გამგეობის გადადგომას,“- ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა