დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე კვირაში იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება სამ-ოთხ კვირაში. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა საჯარო დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც „ABC News“-ის მიერ იყო ორგანიზებული.

„წინა ადმინისტრაციას წლები დასჭირდებოდა იმისთვის, რომ ვაქცინა მიეღოთ - სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს და ყველა შეთანხმების გამო. ჩვენ კი კვირები გვჭირდება მის მისაღებად. იცით, ეს შეიძლება იყოს სამი კვირა, ოთხი კვირა“ , - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ცნობილია აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პროგნოზი. მისი თქმით, მომავალი ვაქცინა დამტკიცდება წლის ბოილოს, ხოლო ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება 2021 წელს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს