საინიციატივო ჯგუფი - მომხდარი არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის „კლანის“ დანაშაული

ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის „კლანის“ დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, რაგბის კავშირში დაახლოებით, ერთი თვეა პროკურატურა შესულია და გამოძიება ფინანსური მიმართულებით მიმდინარეობს.

„პროკურატურა შემოსულია, წაღებულია მასალები რაგბის კავშირიდან და აქტიურად მუშაობენ, ჩვენ როგორც ვიცით. რაც კონტროლის პალატა შემოვიდა, მას შემდეგ აქვს აღძრული პროკურატურას საქმე. მიმდინარეობს ძიება. ნაკრების ჩართვა ამ პერიპეტიებში ნაკლებად სასურველია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 32 კლუბი, კაცთა ლიგის კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა დგას სიმართლის მხარეს. ითხოვს გამჭვირვალობას და სამართალს. სახელმწიფო დაგვპირდა და გვერდში გვიდგას ამ სამართლის დამყარებაში. არ შეიძლება მილიონიანი ქონებები იყიდებოდეს დახურული პროცედურით. ამისთვის შემუშავებულია მართვის მექანიზმები, რითაც შეგვიძლია ეს ყველაფერი გამჭვირვალე გავხადოთ. რაც აქამდე არ ხდებოდა. ასეთი ჩაკეტილი ორგანიზაცია, როგორიც რაგბის კავშირია, მე მეორე არ გვახსოვს საქართველოში. თუმცა, გამგეობამ აღიარა და თქვა, რომ ერთი ადამიანი თუ ჩაიდენს დანაშაულს, ეს ყველას დანაშაულიაო“, - განაცხადეს საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირში „კლანის“ არსებობაზე საუბრობს, რის გამოც ისინი გამგეობის გადადგომას ითხოვენ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა დღეს იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო