"ლელო საქართველოსთვის" - არა მონობას, საქართველო მომავალი თაობისაა

"არა მონობას, საქართველო ჩვენია", - ამ სახელწოდებით „ლელოს" ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიზანი იყო, რომ დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა და ხალხის დაშინება

„ლელოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის განცხადებით, საჩხერელ ხალხს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მოვითხოვთ, რომ მან, მისმა პარტიამ და მხარდამჭერებმა შეწყვიტონ ხალხის დაშინება. საჩხერელ ხალხს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების. ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდები ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დასრულდება ეს უმსგავსობა და არ გავუშვებთ „ქართულ ოცნებას" წარსულში. ივანიშვილმა და მისმა ხელის ბიჭებმა უნდა გაიაზრონ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ახალგაზრდების, რომლებიც 21-ე საუკუნეში მონობასა და ჩაგვრას არ შეეგუებიან. მოვუწოდებთ თითოეულ ახალგაზრდას, ნუ შეშინდებით, შემოგვიერთდით და ხმამაღლა ისაუბრეთ თქვენს პრობლემებზე. ეს ქვეყანა ჩვენია",- განაცხადა ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა.

„ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ასევე აქტიურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში შეინიშნება.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აგიტატორები აქტიურად ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. სოციალური დახმარება კი ბევრი ადამიანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა,“- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს