გაერო-ს გამომძიებლები ვენესუელას სახელისუფლებო პირებს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში სდებენ ბრალს

გაერო-ს გამომძიებლები აცხადებენ, რომ ვენესუელის მთავრობამ "ჩაიდინა გამოუსწორებელი დარღვევები", რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფაქტების შემსწავლელმა მისიამ ვენესუელაში ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფის, მათ შორის მკვლელობის, წამების, ძალადობისა და გაუჩინარების შემთხვევები გამოიძია. გაერო-ს ჯგუფის განცხადებით, ამაში გარეულია ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და სხვა მაღალჩინოსნები. კონკრეტულად კი, ბოლო ანგარიშში, გაეროს ჯგუფი აცხადებს, რომ ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურები 2014 წლიდან სისტემატიურ ძალადობას ახორციელებენ, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას და ზოგადად მოსახლეობის ტერორს.

მოხსენების თანახმად, გონივრული საფუძვლები არსებობს ვირწმუნოთ, რომ მადურო და შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები არა მხოლოდ ფლობდნენ ინფორმაციას დანაშაულების შესახებ, არამედ გასცემდნენ ბრძანებებს, კოორდინირებულად მოქმედებდნენ და რესურსებსაც გამოყოფდნენ. გამომძიებლები აღნიშნულ დასკვნებამდე 223 საქმის შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

გაერო-ში ვენესუელის ელჩმა მისიის საქმიანობა „მტრულ წამოწყებად“ შეაფასა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო