ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა, დღეს, 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

36-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულებაზე.

კონკრეტულად კი, ანგარიშის ავტორებმა შეაფასეს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში მიღწევები, როგორებიც არის: პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.

„მთლიანობაში, ანგარიში წარმოადგენს პოზიტიურ შეფასებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების და რეფორმების და კანონმდებლობის მიღებაში მიღწეული პროგრესის შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცების მხრივ, საკონსტიტუციო რეფორმების და მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ, შიდა პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შედეგად, რაც ეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემის მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია, რაც გამოწვეულია მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების ხარვეზებით და ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული მთელი რიგი საქმეებით, რამაც შეშფოთება გამოიწვია სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

მათივე თქმით, საქართველოსთვის შეთავაზებულია შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებიც ისეთმა საერთაშორისო პარტნიორებმა გასცეს, როგორებიც არიან, ვენეციის კომისია და ეუთო.

ანგარიშში საუბარია, რომ საქართველო კვლავ დგას გარე გამოწვევების წინაშე, რაც დიდწილად უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის გაუარესებას, ასევე კიბერ-თავდასხმებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ მოთამაშეებთან. აქვე ხაზგასმულია, ქართველი ხალხისა და საჯარო პირების მხრიდან კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების მხრივ გადადგმული ნაბიჯები და ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც მედიცინის სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს და რამაც შეამსუბუქა ტვირთი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, ასევე შეამცირა ნეგატიური გავლენები ეკონომიკაზე.

იხილეთ ვიდეო: ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში მიიღო

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე