აშშ-ში ქარიშხალ „სალის“ მსხვერპლი მოჰყვა

ქარიშხალმა „სალიმ“ აშშ-ში, ალაბამა-ფლორიდის სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რომელიც აშშ-ის ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა „ისტორიულ და კატასტროფულ“ წყალდიდობად შეაფასა.

Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დატობრილია ქუჩები, დაზიანებულია ხიდები, გზები, ავტომობილები.

550 000-მდე მოქალაქე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშეა დარჩენილი. აქედან, 290 000 - ალაბამაში, 253 000 კი- ფლორიდაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ალაბამას შტატში ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შტატის გუბერნატორმა ქეი ივეიმ მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით კი ელექტოენერგიის გადამცემი ხაზებისა და ხეების სიახლოვეს ყოფნას მოერიდონ.

ორგანიზაცია Enki Research-ის შეფასებით, რომელიც ტროპიკულ შტორმებსა და მაათგან გამოწვეულ ზარალს იკვლევს, „სალისგან“ გამოწვეული ფინანსური ზარალი 2-3 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს