ჯო ბაიდენი - ვენდობი ვაქცინებს, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებას, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინასთან დაკავშირებით შიშს ავრცელებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მეცნიერების აზრი უნდა გაითვალისწინოს და ვაქცინის შექმნა არ უნდა დააჩქაროს.

„მე ვენდობი ვაქცინებს, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს. აღნიშნულ მომენტში მას არც ამერიკელი ხალხი შეიძლება ენდოს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცება არა დაჩქარებულად, არამედ უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

ჯო ბაიდენის განცხადებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენმა და მისმა საარჩევნო შტაბმა „ანტი-ვაქცინური თეორიების“ ხელშეწყობა უნდა შეწყვიტონ. „ისინი წინდაუხედავად საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს”, - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ 100 მილიონი დოზა, შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გავრცელდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო