აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი - პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე -კი," - აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.

რობერტ რედფილდის კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ არასწორი ინფორმაციია,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო