ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბიზნეს ასოციაციებს მონიტორინგის გამკაცრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სექტორული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინსპექტირების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ბიზნესს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოთხოვნილ რეგულაციებთან დაკავშირებით. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგის გამკაცრების შესახებ. კერძო სექტორმა გამოხატა მზაობა ითანამშრომლოს ინსპექტირების უწყებებთან და სრულად დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი რეგულაციები. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა შედეგად მოხდეს ეპიდ სიტუაციის გაუმჯობესება ქვეყანაში და ბიზნესმა განაგრძოს მდგრადი ფუნქციონირება“, - განაცხადა ნინო კვეტენაძემ.

ბექა ფერაძის განცხადებით კი, ბიზნესს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლების შესრულებაზე კონტროლი მეტად იქნება გამკაცრებული.

„გაიმართა მორიგი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციებთან სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. კერძო სექტორს კიდევ ერთხელ გავაცანით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლები. მივაწოდეთ ინფორმაცია ბიზნესს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლების შესრულებაზე კონტროლი მეტად იქნება გამკაცრებული და ასევე, ვისაუბრეთ ინსპექტირების პროცესში მათი მხრიდან დანახულ გამოწვევებზე. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ვირუსის პრევენცია და დავიცვათ თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა