კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის აზრით კი, ეს მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44 % მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36 %-ის აზრით კი, ეს საპარლამენტო მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს. ასეთი შედეგები გადანაწილდა შეკითხვაზე: ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერ-მინისტრი? აღნიშნულ შეკითხვაზე არ იცის ან უარი თქვა პასუხზე 20%-მა.

რაც შეეხება შეკითხვას, ვის ისურვებდით მომავალ პრემიერ-მინისტრად?, პასუხები შემდეგნაირია: რომელიმე პარტიის წევრს - 59%, უპარტიო ადამიანს - 16%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 25%.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო