მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში 1488 პაციენტი იმყოფება, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ 1488 პაციენტი იმყოფება, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი, 70-მდე მერყეობს.

„ჩვენ ადრე ვთქვით, რომ PCR ტესტების რაოდენობა უნდა განგვესაზღვრა, თუ რამდენი იყო. 1506, რომელიც წინა დღეებში გამოვაცხადე, ეს არის დღეში სწრაფი ტესტები, რომელსაც ძირითადად, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარებენ, ხოლო PCR ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. იყო დაახლოებით 7 ათასი დღეში და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 11 ათას 125 PCR ტესტი“,-განაცხადა მან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 5 პაციენტის- მძიმე.

„ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტების სია მოგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 5 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა