გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე, დაზარალებული კონსტანტინე ღიბრაძე დაიკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაზარალებული, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე დაიკითხება.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ასევე ერთ-ერთ მოწმეს დაკითხავენ, რომელიც საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, მცხეთის ტერიტორიაზე იმ დროს გადაადგილდებოდა, როცა „მერსედესის" მგზავრები ძალადობას ახორციელებდნენ.

„დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი დაზარალებული, კონსტანტინე ღიბრაძე დაიკითხება, ასევე წარმოდგენილია მოწმე ლერი მჭედლიძე და გამოკვლევა მოხდება ვიდეომასალისა და წერილობითი მტკიცებულებების. ლერი მჭედლიძე სატრანაპორტო საშუალებით მაშინ გადაადგილდებოდა, როცა „მერსედესის" მგზავრების მიერ თავდასხმა ხორციელდებოდა. კონსტანტინე ღიბრაძე არის დაზარალებული, ის არ შესწრებია ძალადობის განხორციელების ყველა ეპიზოდს, თუმცა, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ, მასთან, როგორც დაზარალებულთან განხორციელდა, ისაუბრებს. მოლოდინი გვაქვს, რომ რისი შემსწრეც არის, იმას დაადასტურებს", -განაცხადა გუგუტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა