ლევან ბოძაშვილმა „ნეოსაქართველო“ საერთაშორისო ბლოკჩეინფორუმზე წარადგინა

„საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება და ასიათასობით ქართული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბოძაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „ბლოკჩეინი სოციალური სიკეთისთვის“ ისაუბრა.

პროგრამის ავტორის განმარტებით, „ნეოსაქართველო: ბლოკჩეინისა და ტექნოლოგიური ქვეყნის ტრანსფორმაციის კონცეფციაა, რომელიც ქვეყანას ახალ საფეხურზე აიყვანს.

„პროგრამა „ნეოსაქართველო“ პირდაპირ ითვალისწინებს ტექნოლოგიების მეშვეობით ასიათასობით ქართული ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საჯარო და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირებას. აგრარული და ტურისტული სფეროებისთვის ხარისხისა და გასაღების ბაზრების უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომი ფასების შექმნის მიზნით, ფარმაცევტული სფეროს მოდერნიზებას და ა.შ. რაც შეეხება ფორუმს, მისი მთავარი დანიშნულება სოციალური საჭიროებებისა და მატერიალური დოვლათის შესაქმენლად ბლოკჩეინის გამოყენებაა“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, ფორუმი, რომელიც 16 სექტემბერს, დილის ცხრა საათიდან ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, 200-ზე მეტ გლობალურ საბანკო, საფინანსო და ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის იყვნენ, მსოფლიო ბანკის ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი ლესლი გო, აშშ მშვიდობის ინსტიტუტის მშვიდობის ტექლაბის პრეზიდენტი შელდონ ჰიმერფლაბი, კომპანიების IBM, Oracle, JP Morgan, ABN Amro აღმასრულებელი პირები და ა.შ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა