ნათია თურნავას განცხადებით, სჯერა კვლევების, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სჯერა კვლევების, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა IRI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვიცით, რომ არსებობს საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას" 60%-მდე მხარდაჭერა აქვს და ჩვენ გვჯერა ამ კვლევების იმიტომ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას ვგრძნობთ, დარწმუნებულები ვართ ამ მხარდაჭერაში",-განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა