არჩილ თალაკვაძე - სიმართლე არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით

სიმართლე არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი არაერთი მიმართულებით.

„სიმართლე არის ის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით. მაგალითად: ეს არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, არის თუ არა დაცული ეს პირობა დაცული? ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს პირობა დაცულია. მეორე არის ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობასა და უფლებებზე. დღეს ყველაზე უკეთ, წინა ნებისმიერ პერიოდთან შედარებით, დაცულია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლებები. არის თუ არა დაცული ბიზნესისა და საკუთრების უფლება, მითხარით თუ არაა დაცული? არის დაცული, როგორც არასდროს. დღეს ბიზნესის თავისუფლება ქვეყანაში არის დაცული და არამხოლოდ დაცულია თავისუფლება, სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს და ნებისმიერ ბიზნეს ინციატივას, რომ გახდეს წარმატებული. ასევე, ქვეყანა ახორციელებს პრაგმატულ, პროგრესულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, რის შედეგადაც მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სრული თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გახდეს ნატოს წევრი. შემდეგი იქნებოდა ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენ გვაქვს კონტრასტული პროგრესი. შემიძლია გავაგრძელო ეს ჩამონათვალი და ახლა უკვე თქვენ შეაფასეთ, აქვს თუ არა საქართველოს პროგრესი და ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება თუ არა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო