ამირან გამყრელიძე - კვლევების რაოდენობა სერიოზულად არის გაზრდილი, დღეს გვქონდა 13226 ტესტი

გამოკვლევების რაოდენობა სერიოზულად არის გაზრდილი, ქვეყანაში დღეს გვქონდა 13226 ტესტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია, ეპიდსიტუცია ქვეყანაში სრულად კონტროლირებადია.

„13226 ტესტიდან, 3800-მდე იყო აჭარის რეგიონში და ამას ემატება 297 000 სწრაფი ტესტი, რომელიც ჩატარებულია. ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 500 000 - ზე მეტი PCR ტესტი მოყოლებული თებერვლიდან.

ეპიდსიტუცია ქვეყანაში სრულად კონტროლირებადია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს ზრდა სამნიშნა ციფრზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ეს უნდა იყოს თქვენთან ერთად, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო არ გავამწვავოთ და თანდათან დავამშვიდოთ.

დღეს გამოქვეყნდა საინტერესო მესიჯი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ამ დარგში, რომელმაც თქვა, რომ პირბადე უფრო მეტად იცავს ამ ინფექციის გავრცელებისგან, ვიდრე ვაქცინა. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ პანდემიის პირობებში პირბადე გახდეს ჩვენი ცხოვრების წესი და გამოვიყენოთ ის ყველგან, სადაც ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა