არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით პომპეოს განცხადებას - ოპოზიციას ჰქონდა წინასწარი, გაურკვეველი სიხარული, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა

„მივესალმებით მაიკ პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლები მონაწილეობას მიიღებენ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველ გუნდს სურს, რაც შეიძლება მეტმა დამკვირკვებელმა დააფიქსიროს დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში.

„ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენს ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა არის ძლიერი და საიმედო. მივესალმებით მაიკ პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას ჰქონდა წინასწარი, გაურკვეველი სიხარული, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა, თუმცა ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისს ექნება ძალიან ფართო მისია ამ არჩევნებზე, ასევე ამაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენატარები, მე პირადად მივმართე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროკავშირს, რომ გამოყონ დამატებითი დამკვირვებლები. დღეს უკვე მაიკ პომპეოს და აშშ-ს განცხადებაც ვნახე საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ადასტურებს შემდეგს - ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებლებმა ნახოს ეს და რაც შეიძლება მეტმა პატრნიორმა დააფიქსიროს დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში. ეს არის როგორიც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების თანმხვედრი სურვილი და პოლიტიკური ნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელწმიფო მდივანის მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოხალისეებს გამოგზავნის.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება