სერგი კაპანაძე - საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მზაობა ფუნდამენტალური და გარდამტეხი ცვლილებებისთვის

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევაში, ისევე როგორც ბოლო დროს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მცირდება, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი პირიქით, იზრდება.

კაპანაძის თქმით, კვლევაში კარგად ჩანს, რომ მოსახლეობას ცვლილებები სურს. როგორც ის განმატავს, ცვლილებებს მომავლის კონკრეტული გეგმა სჭირდება, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევაში ისევე როგორც ბოლო დროს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, NDI- სა და „ედისონ რისერჩის“ კვლევაში ჩანს ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მოდის ქვემოთ და ჯამური ოპოზიციური რეიტინგი მიდის ზემოთ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ადგილზე, რაც ასევე ცუდია მთავრობისათვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია იმისა, რაც ჩამოვთვალე, არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რომელიც არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტალური ცვლილებებისთვის, ამრიგად ამ კვლევებში სწორედ ეს არის ასახული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ყველაფერი არის კარგად და არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი და ამ კვლევებში ეს ჩანს ძალიან კარგად.

ამრიგად, ჩვენი ამოცანა შემდეგი თვენახევრის განმავლობაში არის, რომ ჩვენი ცვლილებების გეგმა ვაჩვენოთ მოსახლეობას, დავარწმუნოთ ისინი, რომ ერთადერთი გამოსავალი დღეს შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა, არის ამ გეგმის განხორციელება. გადასახადების შემცირება, მეტი ფულის დატოვება ოჯახებში, ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირება, ბიზნესების ამოქმედება და მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, ინვესტიციების მოზიდვა და ჯამში გამდიდრება, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებით ყველა სხვა პროგრამისა, რომლებიც ძირითადად პოპულისტურ იდეებზეა დაფუძნებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა