ირაკლი კობახიძე - როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ

როცა კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მხედველობაში აქვს CRRC და IPM, რომლებიც უშუალოდ აგროვებენ ინფორმაციას.

"მე არ ვიცი IRI- ის და NDI - ის კვლევები, მე ვიცი CRRC- ის და IPM- ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობას არის აცდენილი, არამედ ერთმანეთთან არის აცდენილი. როცა ერთი კომპანია გიდებს 27 პროცენტს და მეორე 60%- ს და ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი და ასეთი ორგანიზაცია შეიძლება შეფასდეს უთავმოყვარეოდ. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან ინფორმაციას ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს,"- განაცხადა კობახიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

იხილეთ ვიდეო: საპარლამენტო უმრავლესობა IRI-ს კვლევებს აფასებს

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა