ბავშვთა გასართობი ცენტრის "მინიონების" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბავშვთა გასართობი ცენტრის "მინიონების" წარმომადგენლებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ კორონავირუსის პირობებში სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა, ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

"ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ბავშვთა გასართობი ცენტრი "მინიონები" და უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, რათა სახელმწიფო დაეხმაროს ბავშვთა გასართობ ცენტრებს, მათ შორის, "მინიონებს", რომელიც ამ პანდემიის პირობებში უკიდურესად დაზარალდა. ფირმამ ბახტრიონზე უკვე დაკარგა უზარმაზარი 3 სართულიანი შენობა, ეს ფართი წაიღო ბანკმა. შესაბამისად, კომპანია დარჩენილ ვალს ვეღარ ემსახურება და არის იმის საშიშროებაც, რომ დაიკარგოს ვარკეთილის ფილიალიც. ამ კომპანიამ ვერც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლა, არც სახელმწიფოს მხრიდან მიუღია რაიმე დახმარება ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. დღევანდელი ჩვენი შეკრება არის გამაფრთხილებელი შეკრება, მივმართავთ გიორგი გახარიას წერილობით და მოვითხოვთ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა მათგან მივიღოთ პასუხი რას უპირებენ "მინიონებს", სხვა შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს",-განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა