რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ის ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც აქამდე ფიქრობდნენ.
მათივე თქმმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მას შემდეგ მოიწამლა, რაც ბოთლიდან წყალი დალია.
შეგახსნებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.